ამერიკელმა მეცნიერებმა, ჯანმრთელობის შესწავლისა და შეფასების ინსტიტუტიდან, დაასახელეს მამაკაცებში ნაადრევი სიკვდილის მთავარი მიზეზები.
მასშტაბურმა კვლევებმა, რომელიც 25 წელი გრძელდებოდა, მსოფლიოს 188 ქვეყანა მოიცვა.
დაკვირვების პროცესში მეცნიერებმა დაადგინეს 79 მიზეზი, რომელიც გავლენას ახდენს ნაადრევ სიკვდილზე. ამასთან, მამაკაცებისთვის გამოიყო 10 მაჩვენებელი, რომელიც მომაკვდინებლად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
მთლიანობაში ტოპ 10-ი, რომელიც ადრეულ ასაკში კლავს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ასე გამოიყურება:
- მაღალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს მძიმე შედეგებს;
- მოწევა და მისგან გამომდინარე გართულებები;
- სიმსუქნე;
- დიაბეტი;
- დიეტა მარილის მაღალი შემცველობით;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- დიეტა ვიტამინების და მინერალების დაბალი შემცველობით;
- ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება;
- ატმოსფეროს დაბინძურება;
- ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;
აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზებში პირველ სამ ადგილს იკავებს ჰიპერტონია, სიმსუქნე და დიაბეტი.