რუსეთში პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები აკრძალეს. „ტონგკატ ალი პლატინიუმისა“ და „ტონგკატ ალი პლატინიუმ ფორტეს“ მოხმარების შეზღუდვის გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო. უწყების განმარტებით, პრეპარატები ფარმაცევტულ ნივთიერება ტადალაფილს შეიცავს, მაშინ, როდესაც პრეპარატი მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს უნდა შეიცავდეს. პრეპარატების გამოყენება ცოტა ხნის წინ ბელარუსშიც აკრძალეს.