ტაჯიკეთში მასშტაბური სპეცოპერაცია განხორციელდა. სამართალდამცავებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აბდუხალიმ ნაზარზოდე მოკლეს.
მეამბოხე გენერალს ბრალს ტერორისტული აქტების ორგანიზება ედებოდა, რასაც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ნაზარზოდე ტერაქტებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა მისი მომხრე დაჯგუფების ათობით წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს.