საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე შვედ კოლეგას - შვედეთის პარლამენტის სპიკერსა და კომიტეტის თავმჯდომარეებს, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ხვალ, 6 მაისს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვედეთის მეფე მიიღებს.
საუბარი ორმხრივი ურთიერთობების გარდა ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს შეეხება.
"შვედეთი ევროკავშირის ძალიან აქტიური მოთამაშეა. ეს ქვეყანა იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი რუსული აგრესიის დღეებში. შვედეთმა ითამაშა ძალიან პოზიტიური როლი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის შექმნაში და დღესაც აგრძელებს ამ პროგრამის ლობირებას ევროკავშირის შიგნით", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს შევდეთის სამეფოში გამგზავრებამდე.