ადგილობრივი არჩევნების წინ პარლამენტი ერთი თვით ადრე საარჩევნო რეჟიმზე გადავა. ამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
რეგლამენტის დღეს მოქმედი ნორმით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საარჩევნო რეჟიმზე გადადის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რა რეჟიმით იმუშაოს წინასაარჩევნო პერიოდში.
დღეს დამტკიცებული ცვლილების თანახმად, კანონის მოთხოვნა, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი აუცილებლად გადავიდეს საარჩევნო რეჟიმში, გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზედაც.