საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მიიღო.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოში 2010 წლის 30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხნენ. ქართული მხარე მიესალმა საარჩევნო მისიის საქმიანობის დაწყებას და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები.