საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში საჩოგბურთო კორტები გახსნა.
საკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქვეყანაში სხვა პრობლემები არსებობდეს, კორტების გახსნა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია. სააკაშვილის განცხადებით, ახალ სპორტულ კომპლექსში მომავალი ჩემპიონები გაიზრდებიან. პრეზიდენტმა ახლად გახსნილ კორტებზე ნორჩ სპორტსმენებთან ერთად ჩოგბურთიც ითამაშა.
ამის შემდეგ სააკაშვილმა ქუთაისში ახლად გარემონტებული რკინიგზაც გახსნა, რომლის პირველი მგზავრი ქვეყნის პრეზიდენტი თავად იყო. სააკაშვილმა შენობის დათვალიერების შემდეგ სიმბოლურად ჩქაროსნული მატარებლით იმგზავრა.