საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ევროკომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა-ფერერო ვალდნერს შეხვდა.
მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებას და საქართველოს ამ ორგანიზაციის ასოცირებულ წევრობას შეეხებოდა. დეტალურად იქნა განხილული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების საკითხი.
ვალდნერმა სააკაშვილს აღუთქვა, რომ ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველანაირად დაეხმარება.
ამჟამად სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ფორუმში იღებს მონაწილეობას.