უნგრეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. შეიარაღებულ ძალებს მიგრანტთა შტურმისგან თავდაცვას და მათი იერიშების მოგერიებას ასწავლიან. ოფიციალური ბუდაპეშტი ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს და სერბეთის საზღვარზე უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს. საზღვრის პატრულირებაში სამხედრო მოსამსახურეები უკვე ჩაერთვნენ. პარალერულად, ხელისუფლებამ საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა დაიწყო. როგორც გაერო ვარაუდობს, უახლოეს დღეებში უნგრეთის საზღვარზე კიდევ 40 ათასამდე ლტოლვილის გადასვლაა მოსალოდნელი.