საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზემო მტკვრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებით სამი კომპანიაა დაინტერესებული.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზემო მტკვარის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას მშენებლობის, ფლობის და ოპერირების უფლებით, განაცხადების მიღების ვადა უკვე ამოიწურა.
განაცხადი თურქულმა კომპანიებმა Kolin Construction, Tourism, Industry and Co-მა და JSC Energisa Uretim-მა და გერმანულმა O.B Energy Resources-მა წარადგინეს.
ენერგეტიკის სამინისტრო წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წარდგენილ წინადადებებს განიხილავს და კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ ეტაპს წარმატებით გაივლიან, კონკრეტული წინადადებების წარსადგენად მიიწვევს.