ინვესტორებმა, რომლებმაც კრიზისის გამო ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს, მთავრობას მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე უნდა მიმართონ.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, კანონში უკვე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მთავრობა ითვალისწინებს 2009 წლის ეკონომიკურ კრიზისს და კომპანიას, რომელსაც ამის გამო პრობლემები შეექმნა და განსაზვრულ ვადაში, განსაზღრული ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხა, ვალდებილებების კორექტირებას მოუხდეს.
`საკმაოდ ბევრი კომპანიაა, რომელმაც კრიზისის გამო ვერ შეასრულა პრივატიზების დროს აღებული გარკვეული ვალდებულება, მათ 1 ივლისამდე უნდა მოგვმართონ და საჭიროების შემთხვევაში, ვადას გავუგრძელებთ ან გარკვეულწილად ვალდებულებებს შევუმცირებთ~, - აღნიშნა ნიკა გილაურმა.