ახალგაზრდა კონსერვატორებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციია "პატივი ეცი ქართულ ენას" მიზანი საქართველოში შემოსულ მსოფლიო ბრენდებზე ქართული წარწერის განთავსება იყო.
ახალგაზრდა კონსერვატორებმა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე 20-მდე დაწესებულებას უცხო ენაზე გაკრული ბანერი დააფიქსირა, რის შემდეგ ყველა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართეს მოთხოვნით, რომ აღნიშნუილი ბრენდის უცხოური წარწერის გვერდით, შესაბამისი ზომის ქართული ბანერი განათავსონ, რაზეც დაწესებულების წარმომადგენლებმა კატეგორიული, სიტყვიერი უარი განაცხადეს.
"კონსერვატიული პარტია კატეგორიულად მოითხოვს დაუყოვნებლივ განთავსდეს უცხოური ბანერის გვერდით შესაბამისი ქართულ ბანერი ყველგან, სადაც არის ამის არარსებობა. აგრეთვე მოუწოდებთ მენეჯმენტს, ვინაიდან აღნიშნული დაწესებულების პერსონალი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული, ნებისმიერი ქართველის თუ საქართველოს მოქალაქის ვალდებულებაა პატივი სცეს სახელმწიფო ენას", - აცხადებენ ახალგაზრდა კონსერვატორები.