ქურდებს საკუთარი ბიზნესი ოდესიდან გადააქვთ. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნოვაია გაზეტისთვის“მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მათ პრაღაში უკვე ჰქონდათ დიდი შეკრება და აქედან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიშორებენ თავიდან და რატომ არ მკლავენ...იმიტომ, რომ მხდლები არიან. ყველა პროფესიონალი დამნაშავე მშიშარაა და სისტემაც ასეთივე აქვთ,“-აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.