დონბასი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია. რუსეთიდან დონეცკსა და ლუგანსკში რიგით 35-ე ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. სატვირთო მანქანებმა როსტოვის ბაზა უკვე დატოვეს და დღის მეორე ნახევრისთვის უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამჯერად დონბასი ათს ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს: სურსათს, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებს.