გერმანული გამოცემის, netzpolitik.org-ის ჟურნალისტებს ბრალდება მოუხსნეს. გადაწყვეტილება ფედერალურმა პროკურორმა მიიღო. გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პორტალზე გამოქვეყნებული მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავდა. გახმაურებული საქმე გერმანიაში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. სკანდალური საქმის გამო იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა თანამდებობიდან გენერალური პროკურორი გადააყენა, რომელიც მთავრობას გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებდა.