სადეპუტატო მანდატის აღდგენის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში დამოუიკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. ეს განცხადება გამსახურდიამ დღეს პარალმენტში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ერთსაათიან დახურულ შეხვედრაზე, როგორც კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ფაქტის გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის საკითხებზე და ასევე იმ მიმართულებებზე, რაზეც მუშაობას კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ყოფნისას აპირებს.
კომისიასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი საკითხი არ კონკრეტდება, მათ შორის, არც ის სურს თუ არა პირადად კონსტანტინე გამსახურდიას კომისიის თვამჯდომარეობა. მისი განცხადებით, ეს საკითხი მომავალ პარასკევს გადაწყდება.
რაც შეეხება პარალმენტში მის საქმიანობას, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ "იმის გამო რომ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები არ არის საკმარისი ახალი ფრაქციის შესაქმნელად მე ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით", - აცახდებს გამსახურდია.
თავისი საქმიანობის პრიორიტეტებად კი ასახელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებსა და ასევე პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუშაობას.