რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარეობს ფიდე-ს გრან-პრი ქალთა შორის, რომელშიც წარამატებულად თამაშობს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე. ქართველმა მოჭადრაკემ მე-4 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მოგების რეალურ კანდიდატად რჩება.
ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ბეტულ ჩემრე ილდიზს 45-ე სვლაზე მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ ძაგნიძეს 3 ქულა მოუგროვდა და მე-2 ადგილი შეინარჩუნა, ერთპიროვნულ ლიდერად კი ტატიანა კოსინცევა რჩება. რუსმა დიდოსტატმა შავებით მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტაალს აჯობა და თავი 3.5 ქულას მოუყარა.
კოსინცევასა და ძაგნიძეს კვალში შვედი პია კრამლინგი უდგას 2.5 ქულით, შემდეგ კი ერთბაშად ექვსი მოჭადრაკე მოდის, რომელთაც 6-6 ქულა აქვთ. მე-5 ტურში გრან-პრის ლიდერები ერთმანეთში ითამაშებენ. კოსინცევა ძაგნიძეს თეთრი ფიგურებით ეთამაშება.