ცნობილი ფრანგი არქიტექტორი ჯაკ რუჟერი მცურავი ქალაქის - City of Mériens-ის კონცეფციაზე მუშაობს. მცურავი ქალაქის კონტურები გიგანტურ ვეშაპს გავს. არქიტექტორი ცნობილია ზღვისადმი სიყვარულით და შესაბამისად მის მიერ შექმნილი მოდელი გაკვირვებას აღარ იწვევს.
მას არაერთი აკვაპროექტი აქვს შექმნილი. მცურავი ქალაქი კი სიგრძეში 900 მეტრი, ხოლო სიგანეში - 500 მეტრი იქნება. იდეის ავტორების განცხადებით, მასზე 7000-მდე საერთაშორისო მკვლევარი, მეცნიერები, სტუდენტი და მომსახურე პერსონალი იცხოვრებს.
ქალაში იქნება ბევრი აუდიტორია, სალექციო დარბაზები, ლაბორატორიები, საცხოვრებელი კორპუსები, სპორტისა და დასვენებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა.
მცურავ ქალაქზე მცხოვრებნი და დასაქმებულები ძირითადად ზღვისა და ოკეანის კვლევით იქნებიან დაკავებულნი.