თბილისში დენის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე იქნება მიღებული. სემეკმა დღეს მიიღო წარმოებაში თელასის განაცხადი ტარიფის ზრდის შესახებ.
აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად 31 აგვისტო განისაზღვრა.
"გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელიგადაწყვეტილების შემდეგ მარეგულირებელიკომისია დაიანგარიშებს ტარიფებს და ჩვენმოგვეცემა საშუალება, რომ ახალი ტარიფებით,ახალი პირობებით შევხდეთ მომავალზამთარს, უსაფრთხოდ და იმედიანად იყოსუზრუნველყოფილი ჩვენი ქალაქი", - განაცხადა სააქციო საზოგადოება "თელასის" წარმომადგენელმა მიშა ანთაძემ.
კომპანია "თელასის" სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.