ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დამცველი კომისარი, თომას ჰამერბერგი დღეს, თბილისში ჩამოდის.
ჰამერბერგის ვიზიტის მიზანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ოფიციალურ პირებს შეხვდება ევროსაბჭოს კომისარი.
ჰამერბერგი თბილისში რამდენიმე დღით დარჩება.