მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა თურქეთში. დიარბაქირში სამხედრო კოლონის ჩავლისას ასაფეთებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქებას 2 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა. ანკარა მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთისტანის მშრომელთა პარტიას აკისრებს.