ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთის სხვადასხვა მედიასაშაულებების, მათ შორის ტელეკომპანია „Стрим“-ისა, ტელეარხ -„Здоровое ТВ“-ის კორესპონდენტებისათის პრესტური მოეწყო.
13დან 19 ივლისის ჩათვლით ჟურნალისტთა ჯგუფმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები დაათვალიერა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი და შუამთა მოინახულეს.
რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენცილიას და სამედიცინო კურორტების შესახებ სატელევიზო სიუჟეტებს და საგაზეთო სტატიებს მოამზადებენ.
რუსეთიის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ თხუთმეტეულში რუსეთი მე-4 ადგილს იკავებს.
2015 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს 342416 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით: „პრესტური მიზანია საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ქვეყნის კურორტების პოპულარიზაცია. ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს სამედიცინო ტურიზმსა და გამაჯანსაღებელ კურორტებზე გააკეთებენ. როგორც იცით საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი სამედიცინო კურორტია, რომლებიც იშვიათი და უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან, ამ კურორტების პოპულარიზაცია კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას და ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას.“ -აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.