პროკრედიტ ბანკი თავის კლიენტებს მორიგ საინტერესო სიახლეს სთავაზობს! თვითმომსახურების ზონას ახალი, თანამედროვე აპარატი სეიფი ე.წ. Drop Box დაემატა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თანხა დაცულად და სწრაფად განათავსოთ მიმდინარე ანგარიშზე, შეტანილი თანხის ასახვა ანგარიშზე მოხდება ავტომატურად აპარატით თანხის შეტანის ოპერაციის დასრულებისთანავე.
აღსანიშნავია მისი უპირატესობა ბიზნეს კლიენტებისთვის, რომელთა ანგარიშებზე საკმაოდ ხშირად დიდი თანხების შეტანა ხორციელდება, როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე მესამე პირების (დისტრიბუტორების, დილერების და ა.შ) მიერ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კლიენტმა მოახერხოს თანხის შეტანა სწრაფად, მისთვის კომფორტულ გარემოში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.
აპარატის მუშაობის პრინციპი მარტივი და მოსახერხებელია. საკმარისია წინასწარ მომზადებული თანხა განათავსოთ სპეციალურ პარკში, აპარატის ეკრანზე აირჩიოთ ანგარიში რომელზეც გსურთ თანხის შემოტანა, მიუთითოთ შემოსატანი თანხის ოდენობა და მოათავსოთ პარკი სეიფში. თქვენი თანხა მითითებულ ანგარიშზე ავტომატურად, მინიმალურ დროში აისახება.
ამჟამად, სეიფის მომსახურებით სარგებლობა კლიენტებს 10 ფილიალში შეუძლიათ. ბანკი სექტემბრის ბოლომდე აღნიშნული აპარატების განთავსებას დანარჩენი ფილიალების 24 საათიან თვითმომსახურების ზონაში გეგმავს. ჩვენს ვებ-გვერდსა და ფილიალებში არსებულ საინფორმაციო ბროშურებში მომხმარებლებს შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ აპარატით სარგებლობის თითოეულ ეტაპს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი მომსახურება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ჩვენი ბიზნეს კლიენტებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ თანხის შეტანა ანგარიშზე. ვაცნობიერებთ რა იმ ფაქტს, რომ დროს მათთვის განსაკუთრებული ფასი აქვს, ჩვენი ახალი აპარატი მათ მოთხოვნებს მაქსიმალურად ერგება: არის სწრაფი, მოქნილი, მოსახერხებელი და რათქმაუნდა დაცული. თვითმომსახურების ზონა ახალი აპარატის დამატებით უფრო მრავალფუნქციური გახდა. თუმცა აქ არ ვჩერდებით. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ სიახლეებზე, რათა დისტანციური არხები კლიენტებისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი, კომფორტული და მოქნილი გავხადოთ.“ - აცხადებს პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი - ასმუს როტნე.