გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი თბილისელებისთვის? – „სემეკის“ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას სატარიფო განაცხადით კომპანია "თელასმაც მიმართა. მთავარ მიზეზად დოლარის კურსის ცვლილებას ასახელებენ. განაცხადის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას სამი დღის ვადაში მიიღებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში აღნიშნული ვადა 150 დღით განისაზღვრა.