ხვალ, 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მიზანია სახელმწიფო-სამოქალაქო დიალოგის გაღრმავებით დევნილთა და მიგრანტ-ლტოლვილთა პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი გზების დასახვა და დევნილი საზოგადოების ინტეგრირება.
ამასთანავე, აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის უამღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობისათვის კონკრეტულ პროგრამას შეიმუშავებენ, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვასა და აფხაზეთის პრობლემების მოგვარების პროცესზე პოზიტიურად აისახება.
შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის (ყაზბეგის#42) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.