ბარაქ და მიშელ ობამებზე რომანტიკულ ფილმს იღებენ. „საუტსაიდი შენთანაა“-ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომელიც ეკრანებზე სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა. პრეზიდენტისა და პირველი ლედის როლებს პარკერ სოიერსი და თიკა სამპტერი ასრულებენ. მოქმედება 1989 წელს ვითარდება, როდესაც აშშ მომავალი პრეზიდენტი ჩიკაგოში მუშაობდა, მომავალი პირველი ლედი კი მისი უფროსი იყო. ფილმი მათ პირველ პაემანზე მოგვითხრობს.