პარიზი ვაშინგტონისგან განმარტებებს ითხოვს. ამის მიზეზი სკანდალურ ინტერნეტ-პორტალ „ვიკილიკსზე“ გავრცელებული საიდუმლო მასალები გახდა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები საფრანგეთის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს უსმენდნენ. მომხდარის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ ელჩი უკვე დაიბარეს, მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი განაცხადა, რომ საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც ამერიკელ კოლეგასთან საუბარი აუცილებლად ექნება.