ოდესის მოქმედი გუბერნატორი თავის წინამორბედს ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილმა გუბერნატორმა იგორ პალიცამ პოსტიდან გადაყენების შემდეგ რეგიონიდან 40-მდე ჯავშან-მანქანა გაიყვანა. „როდესაც გუბერნატორი ვხდებოდი, ვიცოდი, რომ ადგილობრივ შს განყოფილების მფლობელობაში 40 ჯავშან-მანქანა იყო. დღეს კი ვიბარებ შს სამმართველოს ახალ უფროსს და ვეკითხები, თუ სად არის მანქანები. ის კი მპასუხობს, რომ მანქანები კერძო პირის მფლობელობაში იყო და ისინი რეგიონიდან უკვე გაყვანილია,“-განაცხადა სააკაშვილმა.