რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირისთვის საპასუხო სანქციების მომზადების განკარგულება გასცა. შესაბამისი პაკეტის მომზადება მან მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს, სერგეი პრიხოდკოს დაავალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ანექსიისა და მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბრიუსელმა მოსკოვს სანქციები კიდევ 6 თვით გაუგრძელა.