სავჩენოს შესაძლოა ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯონ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა განაცხადა. „მას, ალბათ, 13 წელს მიუსჯიან ან შესაძლოა, მეტსაც, მაგრამ ეს ნაკლებად გვაღელვებს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ციფრზე არ არის დამოკიდებული, თუ როდის დაბრუნდება ნადია სახლში. მას ასე უბრალოდ არ გაუშვებენ, რადგანაც ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იქნება,“-აღნიშნა სავჩენკოს ადვოკატმა. უკრაინელი მფრინავი ქალი რუსებმა საბრძოლო მოქმედებებისას დონბასში დაატყვევეს. მას ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.