ისლამური სახელმწიფოს მხარეზე რუსეთის ათასზე მეტი მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. მისივე თქმით, სირიასა და ერაყში მოქალაქეების გადინების შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. პატროშევის განცხადებით, საერთაშორისო ტერორიზმი რუსეთსაც ისეთივე სერიოზულ საფრთხეებს უქმნის, როგორც დანარჩენ სამყაროს.