რუსეთთან დაძაბულობა წლების განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. პენტაგონის ხელმძღვანელის განმარტებით, მოსკოვის პოლიტიკური კურსი შესაძლოა არც პუტინის წასვლის შემდეგ შეიცვალოს. ამიტომ, ნატოს რუსეთის მიმართ მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეები კარგად უნდა გააანალიზოს.