ინდოეთში იოგის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღნიშნეს. დელის ცენტრალურ პროსპექტზე იოგის ვარჯიშებით ერთდროულად 35 ათასი ადამიანი დაკავდა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში კი იოგის დღე საზეიმო ღონისძიებებით 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა აღნიშნა. საზეიმო მსვლელობებში მონაწილეობას მსოფლიოს 84 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ.