ის, რომ უკრაინაში სიღარიბეა, ყოველგვარ ბუნებრივ კანონზომიერებებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა Le Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „დღეს უკრაინა უფრო ღარიბია, ვიდრე იყო მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი და კოსოვო. ეს ნამდვილი კატასტროფაა, რადგანაც თუ ამ ქვეყნების რესურსებს უკრაინის რესურსებს შებადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ უკრაინას განუსაზღვრელად დიდი რესურსები აქვს. უკრაინაში ეკონომიკური ზრდისთვის ყველანაირი პოტენცია არსებობს, რისთვისაც პირველ რიგში კორუფციის დამარცხებაა საჭირო,“-აღნიშნა სააკაშვილმა.