საბერძნეთში საერთაშორისო ფინანსური დონორების მოთხოვნებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებამ ხისტი ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს. “არა ევროს! შეაჩერეთ დონორები!”-ამ შინაარსის პლაკატებით ათენის ცენტრალურ მოედანზე 7 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მოლაპარაკება ათენსა და დონორებს შორის უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდ გრძელდება, რაც საბერძნეთს დეფოლტის საფრთხის წინაშე აყენებს. საბერძნეთის კრიზისს დღეს ევროზონის 19 ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ განიხილავენ.