მასშტაბური საპროტესტო აქცია რომში. იტალიის დედაქალაქში ხელისუფლების გეგმებს აპროტესტებენ, რომელიც ჰომოსექსუალური პარტნიორობის დაკანონებას ითვალისწინებს. "ოჯახი გადაარჩენს მსოფლიოს", "დავიცვათ ჩვენი შვილები"-ამ შინაარსის ლოზუნგებით ქალაქის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. იტალია დასავლეთ ევროპის ბოლო ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონებულა.