13 ივნისის სტიქიის შედეგად, ბეთანიაში, ე.წ. ბერიას აგარაკებში მცხოვრები 12 ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ერთ-ერთმა დაზარლებულმა ციცო საყვარელიამ განაცხადა, მათ სტიქიის შემდეგ არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, მოშლილია გზა, რომლის საშაუალებითაც უკავშირდებოდნენ წყნეთსა და ახალდაბას.
,,13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურდა რეზერვუარი, რომლთაც სასმელი წყლით ვმარაგდებოდით, განადგურდა გზა რომლითაც ვუკავშირდებოდით წყნეთსა და ახალდაბას, მერვე დღეა მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს”, _განაცხადა ციცო საყვარელიამ.
მისი ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ ვაკის გამგეობამ მხოლოდ ორჯერ მიაწოდა სასმელი წყალი და ერთხელ საკვები.
,,ვაკის გამგეობამ 13 ივნისის შემდეგ ორჯერ მოგვაწოდა წყალი, მაგრამ ორჯერ მოწოდებული წყალი საკმარისი არაა. Aასევე მოგვაწოდეს 1 კგ ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა და პური. გუშინ დავურეკე და დახმარება ვთხოვე წყნეთის გამგებელს, რომელმაც საშინლად გაგვლანძღა და თურმე ჩვენგან სამ კილომეტრში, დაჩებზე ყოფილა წყალი და იქიდან უნდა ვეზიდოთ”, _აცხადებს ციცო საყვარელია. მისი თქმით, ბეთანიაში ძირითადად ბავშვები და მოხუცები არაინ ჩარჩენილები, რომელთაც საცალფეხო ბილიკი მაინც სჭირდებათ გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად.
იგი ასევე აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე დღეა რეკავს სამაშველო სამსახურსა და თბილისის მერიის ცხელს ხაზზე დახმარების მიზნით, თუმცა უშდეგოდ.
,,დღესაც დავრეკე და Dშევახსენე ჩვენი თავი ,,112”-ში, მერიის ცხელ ხაზზე ჩაიწრეს მონაცემები”, _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ციცო საყვარელია.