ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო კონფერენციაში დასასწრებად ნიუ-იორკში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმზღვანელის პრეს-მდივანი მირა ტიურინა ავრცელებს.
,,დონორთა ამ კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი ოლქის ეკონომიკის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გაემგზავრა.” - განაცხადა ტიურინამ.
შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე სააკაშვილი ადმინისტრაციის შენობაში უდიდეს თურქულ საინვესტიციო ჰოლდინგ ,,AIC Group” - ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამ ჯგუფის შემადგენლობაში რამდენიმე მსხვილი ბიზნეს-კომპანია შედის.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, თურქული ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ, გამჭვირვალე მოლაპარაკებები პირობებში, რეგიონში მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებისთვის მზადყოფნა გმოთქვა.
,,AIC Group” - ის ინტერესთა სფეროში გზების, სასტუმროების, კურორტების, საკონფერენციო დარბაზებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედის.