ევროკავშირმა ყირიმს ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები გაუგრძელა. შეზღუდვები მომავალი წლის 23 ივნისამდე იმოქმედებს. სანქციები ანექსირებულ ნახევარკუნძულთან ყველანაირ ბიზნეს-ურთიერთობის აკრძალვას ითვალისწინებს. ამავე დროს, ყირიმის მცხოვრებლებზე შენგენის ვიზის გაცემა კატეგორიულად იკრძალება. ყირიმის პორტებში შესვლა ევროპულ გემებს ოფიციალურად აეკრძალა,. ასევე, აკრძალულია ყირიმის მიმართულებით ფრენაც.