კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პირადი თავდების საფუძველზე გაათავისუფლა. თავდებში არიან პოლიტიკოსები და სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრიც.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გირაოზე არ დააკმაყოფილა და დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ გუშინ სასამართლოს მიმართა. მიზეზად ბრალდების მხარემ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვა დაასახელა. წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 2015 წლის 28 ივლისს იწურება.
როგორც ცნობიოლია, დღეს სასამართლოზე ბრალდების მხარემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ, თითოეულზე 10 ათასი ლარი მოითხოვა.
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გათავისუფლოებას ითხოვდნენ.
4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული იყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტემენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.