სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ–გვერდი „13 ივნისი“ და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება.
შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, დაიწყო რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინისტრატორების ანგარიშები გააუქმეს. მათ არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ გააუქმა ანგარიში და ჯგუფები, ან რატომ.