მედიაკონცერნ 21st Century Fox ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ რუპერტ მერდოკმა კომპანია უმცროს ვაჟს გადააბარა. უფლებამოსილების შესრულებას 42 წლის ჯეიმს მერდოკი 1 ივლისიდან შეუდგება, 84 წლის რუპერტ მერდოკი კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს. მეორე აღმასრულებელ დირექტორად მერდოკის უფროსი ვაჟი ლაჰლანი დაინიშნა.