მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლაპარაკების დეტალებზე ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინმა ისაუბრა. მისი თქმით, გარკვეული პროგრესი მოლაპარაკებებზე უკვე მიღწეულია, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. მოლაპარაკებებში მონაწილეობას დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო ლიდერებიც იღებდნენ.