წინასაარჩევნო მარათონში კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩაერთო. ამერიკის პრეზიდენტობის სურვილი დონალდ ტრამპმა გამოთქვა. 67 წლის მილიარდერი რესპუბლიკური პარტიიდან მე-12 კანდიდატია, ვინც პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს. ტრამპ-ტაუერში გამართულ ცერემონიალზე ბიზნესმენმა საკუთარ მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები გააცნო. ტრამპის თქმით, მის მთავარ ამოცანას შეერთებული შტატების იმიჯისა და გავლენის გაზრდა წარმოადგენს.