რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება სპეცოპერაციებისას სამხედრო მოსამსახურეთა მსხვერპლის რაოდენობის გასაიდუმლოების შესახებ იურისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. სარჩელი მათ უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს. მოსარჩელეთა შორის ადვოკატი ივან პავლოვი, დეპუტატი ლევ შლოსბერგი, ჟურნალისტი გრიგორი პასკო და სხვა ცნობილი სახეებიც არიან. მათი მტკიცებით, მსგავსი განკარგულებების გაცემა კრემლის ლიდერის კომპეტენციაში არ შედის, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინი საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებს.