კაიროში გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის, რომელსაც ბრალი სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდა, მოსამართლემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება მოძრაობა „ძმებ მუსლიმანების“ ლიდერებს, 3 მათგანს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.