ოდეისის საოლქო ადმინისტრაციის შენობის წინ, რამდენიმე უკრაინელმა აქტივისტმა კარვები გაშალა. ისინი ოდესის ოლქის მილიციის ახალ უფროსს გია ლორთქიფანიძეს ამ კარვებში დახვდებიან.
აქტივისტებს ნელ-ნელა სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
შეკრებილების განცახდებით, მათ სურთ მილიციის ახალ უფროსს, რომელსაც თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, თავიანთი სურვილები გააცნონ.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის მილიციის უფროსის პოსტზე 7 ივნისს დაინიშნა.