ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჯიჰადისტებისგან კიდევ ერთი ქალაქი გაწმინდეს. სირიის ქალაქ ტელ-აბიადში შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პოზიციები დათმეს, თუმცა ქალაქიდან გასვლისას ქუჩები დანაღმეს. ამჟამად ქურთული რაზმები ქალაქ მაკაზე მასირებული იერიშის მისატანად ემზადებიან.