აშშ სახელმწიფო მდივანმა კრემლის ლიდერს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ჯონ ქერისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი გვიან ღამით შედგა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა დონბასში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.