40 წლის ასაკში ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე გარდაიცვალა. ამის შესახებ მომღერლის მამამ ვლადიმერ ფრისკემ განაცხადა. 2013 წელს ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. ის მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობდა, მაგრამ ექიმებმა მომღერლის გადარჩენა ვერარ შეძლეს.